ჩრდილოეთ კორეამ 3 ნოემბერს გამოსცადა რამდენიმე რაკეტა, მათ შორის ერთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა კომიტეტზე დაყრდნობით სააგენტო Yonhap-ი წერს.
კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ფხენიანიდან ადგილობრივი დროით 7:40 საათზე გაუშვეს. მან 760 კილომეტრი იფრინა, მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 1920 კილომეტრი შეადგინა, შემდეგ კი რაკეტა იაპონიის ზღვაში დაეცა.
ეს 2022 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მეშვიდე გაშვება იყო.