სეულში, ჰელოუინის დროს ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 26 უცხოელია, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
ჭყლეტა ქალაქის ხალხმრავალ ადგილას, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მოხდა. ღონისძიებას 100 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
სეულში მდებარე იტევონის რაიონი შეკრებებისთვის პოპულარული ადგილია. რაიონში მრავალი ღამის კლუბი და ბარია.
მომხდარის გამო, სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.