ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, ყოფილმა პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ გაიმარჯვა.
ბრაზილიის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს მონაცემებით, ლულა და სილვამ ამომრჩეველთა ხმების 50.9% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ - 49.1%.
„ჯერჯერობით ბოლსონარუს არ დაურეკავს ჩემი გამარჯვების აღიარებისთვის და არ ვიცი დამირეკავს თუ არა ან აღიარებს თუ არა ჩემს გამარჯვებას“, - განაცხადა ლულა და სილვამ.
ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობებს 2003-2011 წლებში ასრულებდა.
2017 წელს ბრაზილიის ფედერალურმა სასამართლომ ლულა და სილვა კორუფციასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ სცნო და 9.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლულა და სილვა 2019 წლის ნოემბერში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის ძალაში შესვლა უკანონო იყო, ვიდრე ყველა აპელაცია არ განიხილებოდა. 2021 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ ლულა და სილვას მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენი გააუქმა.