გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განიარაღების საქმეთა ოფისის (UNODA) წარმომადგენლის, ადედეჯი ებოს განცხადებით, გაერო უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, რამდენჯერმე აცნობა ელჩებს, რომ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულება არაა ცნობილი.
„დღესაც იგივე მდგომარეობაა“, - განაცხადა ებომ უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად.