ბროკოლის, ჩედარის და მაკარონის სუპი

ბროკოლის, ჩედარის და მაკარონის სუპი

ინგრედიენტები

ზეითუნის ზეთი

1   კბილი დაკეპილი ნიორი

1/2  ჭიქა დაჭრილი წითელი ხახვი

1/4  ჭიქა მშრალი წითელი ღვინო

900   გრამი ქათმის ბულიონი

1   ჭიქა პატარა მაკარონი

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

2   ჭიქა ბროკოლის ყვავილები

1 1/2  ჭიქა გახეხილი ჩედარი

1/4  ჭიქა დაჭრილი ოხრახუში

მომზადება

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში გააცხელეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და ნიორი 3 წუთით მოთუშეთ. დაუმატეთ ხახვი და ღვინო, ადუღეთ 5 წუთით. დაუმატეთ ბულიონი, მაკარონი და შეაზავეთ 1 ჩ/კ მარილითა და ½ ჩ/კ შავი პილპილით. ადუღეთ მაკარონის მოხარშვამდე.

მირთმევამდე დაუმატეთ ბროკოლი, ჩედარი და ოხრახუში. ხარშეთ ბრკოლის დარბილებამდე და ყველის დადნობამდე, დაახლოებით 1 წუთით.

მორთეთ ოხრახუშით და მიირთვით მომზადებისთანავე.