ირანის ქალაქ შირაზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
შეიარაღებულმა პირებმა შიიტების სალოცავს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია სააგენტო IRNA ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმთან ცეცხლი სამმა მამაკაცმა გახსნა. ორი მათგანი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.