პოლონეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
რეზოლუციის ტექსტში პოლონელი სენატორები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებაში.
რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღნდეგ მხეცური ომი გააჩაღეს.
„რუსეთის მიზანი სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის მოსპობაა. პუტინი და მისი ძალადობის აპარატი დაუბრუნდა სტალინისა და ჰიტლერის რეჟიმების სასტიკ პრაქტიკას. ამიტომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და ჩამოერთვას მეზობლების მუქარის შესაძლებლობა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.