ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი გულგრილი არ დარჩება, თუ დადასტურდება, რომ რუსეთი მის დრონებს უკრაინაში ომში იყენებს.
„თუ დაგვიმტკიცებენ, რომ უკრაინაში ომში ხალხის წინააღმდეგ ირანული დრონები გამოიყენება, გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
თუმცა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ თეირანსა და მოსკოვს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.