გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შტაინმაიერი უკრაინის ხელისუფლებასთან არა მხოლოდ იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს, არამედ ომის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაზეც ისაუბრებენ.
„ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი - თქვენ შეგიძლიათ გერმანიის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.