მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში, სროლის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

სამართალდამცველები ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ის დაახლოებით 20 წლის იყო. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.