ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა. ყოფილი პრემიერის კანდიდატურა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე 102-მა კონსერვატორმა დეპუტატმა წამოაყენა, ნომინირებისთვის, 100 ხმა იყო აუცილებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსონს დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში დაბრუნების რეალური შანსი ჰქონდა.
„ეს, უბრალოდ, არ იქნებოდა სწორი, რადგან ეფექტურ მართვას ვერ ახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“, - განაცხადა ჯონსონმა და საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.
დამკვირვებლების შეფასებით, ბორის ჯონსინის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყველაზე რეალური კანდიდატი რიში სუნაკი გახდა. მას 157 კონსერვატორი დეპუტატი უჭერს მხარს.