რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, არ დაეთანხმა სერგეი შოიგუს განცხადებას უკრაინის სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით „კონფლიქტის ესკალაციის მიზნით“.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბენ უოლესმა „უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა იქნას გამოყენებული შემდგომი ესკალაციის საბაბად“.
„თავდაცვის მინისტრმა ასევე გაიმეორა დიდი ბრიტანეთისა და ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინისადმი და ამ კონფლიქტის დეესკალაციის სურვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის მზადებაში დაადანაშაულა.