ოთხმა ქვეყანამ გაეროს რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა

ოთხმა ქვეყანამ გაეროს რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა

გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოუწოდებენ გაეროს, ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გამოყენების საკითხზე.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის საკითხზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში ბერლინმა, პარიზმა და ლონდონმა გამოხატეს „ღრმა შეშფოთება რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემით“ და აღნიშნეს, რომ „რუსეთი ამ დრონებს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის იყენებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა“.

თავის მხრივ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ გაერომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თითოეული დარღვევა უნდა გამოიძიოს.

„არ უნდა მივცეთ რუსეთსა და სხვა ქვეყნებს უფლება, ხელი შეუშალონ გაეროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეფრი დე ლაურენტისმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.