უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ცალკეული ადამიანები და ცალკეული პოლიტიკური ძალები, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და არა მხოლოდ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელ ხალხს გაჩანაგებული, გაუბედურებული და ომგამოვლილი საქართველო მეგობრად ნამდვილად არ სჭირდება.
„ეს შეიძლება იყოს დიდი მცდელობა საიმისოდ, რომ დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება საიმისოდ, რომ დატრიალდეს მსგავსი უბედურება, რაც ტრიალებს უკრაინაში. ეს არაფრით არ დაეხმარება უკრაინელი ხალხის ყოფას. უკრაინელ ხალხს გაჩანაგებული, გაუბედურებული და ომგამოვლილი საქართველო მეგობრად ნამდვილად არ სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.