ლევან ბეჟაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე: ამგვარი ტიპის განცხადებები ნამდვილად მიუღებელია

ლევან ბეჟაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე: ამგვარი ტიპის განცხადებები ნამდვილად მიუღებელია

ამგვარი ტიპის განცხადებები, როცა უცხო ქვეყანას ეხება, ნამდვილად მიუღებელია. ეს ადამიანი [ალექსეი არესტოვიჩი] არაორდინალური განცხადებებით გამოირჩევა, თავისი სტილი აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„თუმცა, ამავე განცხადებაში საუბარია, რომ მათი მისია იქნება მშვიდობისმყოფელობა, ჰუმანიტარული მისიების განხორციელება და სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამიტომ ამ მხრივაც მე მგონი ინტერპრეტაციები არ უნდა ხდებოდეს არცერთის მხრიდან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალზე არა სხვა, არამედ ჩვენი პოლიტიკოსები, საზოგადოება ფიქრობდეს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს.