ჯო ბაიდენი ლიზ ტრასს პარტნიორობისთვის მადლობას უხდის

ჯო ბაიდენი ლიზ ტრასს პარტნიორობისთვის მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლიზ ტრასის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

„აშშ და გაერთიანებული სამეფო ძლიერი მოკავშირეები და მტკიცე მეგობრები არიან და ეს ფაქტი არასდროს შეიცვლება. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს მისი პარტნიორობისთვის მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან. ერთად ვმუშაობთ გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.