ბრიტანული მედია: ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში შეიძლება ჩაერთოს

ბრიტანული მედია: ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში შეიძლება ჩაერთოს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში შეიძლება ჩაერთოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა The Times-ი იუწყება, ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს ეროვნული ინტერესების საკითხია.

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ლიზ ტრასი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერად 44 დღის წინ აირჩიეს.

ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ.