ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება

ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა ხანში სანქციები კონკრეტულად მასაც შეეხება _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“უნდა გავითვსლისწინოთ, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. რუსეთი, რომელიც სამ დღეში აპირებდა უკრაინის დაჩოქებას და მისი მიზნები ვერ სრულდება, უკრაინა ომს იგებს.

სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მწიფდებოდა, და ეს მწიფდებოდა არა მხოლოდ კიევში, არამედ პრეზიდენტ ზელენსკის და მისი გუნდის წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით მსოფლიოს ლიდერებთან. ის რასაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ დღეს ივანიშვილი არ არის პირადად დასანქცირებული, ეს ყველაზე კარგად ივანშვილმა იცის, დღეს რატომ არ არის სანქციის ქვეშ მოყოლილი და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ცოტა ხანში კონკრეტულად მასაც შეეხება”_ განაცხადა ნიკა მელიამ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.

Aburjga Tasmanieli ასე დეგრადირებული, ასე წამხდარი ალბათ გიგა ბოკერიაც კი არ არის!
2 წლის უკან