შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიოს კასისი უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კასისის Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ უკრაინაში ვარ. ჩემი მიზანია, ადგილზე გავეცნო ომთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, ჰუმანიტარულ ვითარებასა და ქვეყნის აღდგენისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს“, - აცხადებს შვეიცარიის პრეზიდენტი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე, შვეიცარიამ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უკანონო ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთიდან, 30-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის დაამატა სანქციათა სიაში.