ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო. ამის შესახებ მან სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გაზაფხულზე ვვარაუდობდით, რომ რუსულ გაზზე უარის თქმას 7 წელი დასჭირდებოდა. დღეისათვის ფაქტები ასეთია; ჩვენ დაგვჭირდა მხოლოდ რვა თვე, რათა რუსული გაზის ორი მესამედი ჩაგვენაცვლებინა. ძალიან დავაჩქარეთ მოწოდების სხვა წყაროებზე გადასვლა, თუმცა ამისთვის მაღალი ფასი გადავიხადეთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.