ნიგერიაში წყალდიდობას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში წყალდიდობას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერ წყალდიდობას ნიგერიაში 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 1,3 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, 200 ათასზე მეტი სახლი კი დანგრეულია. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა ქვეყანაში. მთავრობაში ამის მიზეზად უჩვეულოდ ძლიერ წვიმასა და კლიმატურ ცვლილებებს ასახელებენ.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ნიგერიაში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.