ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც

ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამით დასრულდა. ფურცხვანიძის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანი არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელ სპეციალისტსაც ჰქონდა შემოწმებული.

„ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობით და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა მეთქი, იმ დღესაც გითხარით, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ასევე შემოწმებული აქვთ უკვე ექსპერტებსაც. ამის შემდეგ ალბათ შეამოწმებს ექსპერტიზა, მოდით გამოძიებამ გაგვცეს პასუხი“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.