არაერთხელ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ობიექტს ვიბარებ და ასევე მეც ჩამიბარებია. როდესაც ასეთი ფაქტი მოხდა, დასკვნებზე წინასწარ საუბარი ძალიან ძნელია, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძემ „ქრონიკაში“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ურბანისტმა აღნიშნა, რომ ყველა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.
„უამრავი ექსპერტიზა ჩატარდება სხვადასხვა მიმართულებით, დაიდება სურათი და დარწმუნებული ვარ, დადგინდება რეალურად რა მოხდა.
მინდა განვმარტო - თავიდან ბოლომდე შესყიდვების პროცედურას შესყიდვების სააგენტო უყურებს. განაცხადის გაკეთების დღიდან, დასრულებამდე. თუკი იქ რამე ხარვეზი ჩნდება, შესყიდვების სააგენტო უთითებს შემსყიდველ ორგანიზაციას, თუ ვერ ასწორებს ტენდერი ჩერდება. ამ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი ღონისძიება არ ყოფილა შესყიდვების სააგენტოს მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ ტენდერი ჩატარდა შესაბამისობაში კანონთან“, - განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.
მისი თქმით, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს, მის მოთხოვნაში პირველ რიგში უპირატესობა ეძლევა იმ ორგანიზაციას, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს.