აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
დახმარების ახალი პაკეტი საბრძოლო მასალასა და სატრანსპორტო საშუალებებს შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.