The New York Times: უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა ჯარმა 6000-მდე ერთეული ტექნიკა დაკარგა

The New York Times: უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა ჯარმა 6000-მდე ერთეული ტექნიკა დაკარგა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსულმა ჯარმა 6000-მდე ერთეული ტექნიკა დაკარგა, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

როგორც გამოცემა აშშ-ის ხელისუფლების მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რუსეთი ისეთი სისწრაფით ხარჯავს საბრძოლო მასალების თავის მარაგებს, რომ დანაკლისის სწრაფად შევსება შეუძლებელია. კერძოდ, სანქციების გამო რუსეთს ექმნება პრობლემები საკომპლექტაციო ნაწილების მიღების კუთხით და ამის გამო ფერხდება სამხედრო ტექნიკის წარმოება და რემონტი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი ცდილობს დაადგინოს, რომელ მასალებსა და ტექნოლოგიებზე დააწესოს დამატებითი სანქციები, რათა კიდევ უფრო გაურთულოს მოსკოვს შეიარაღების წარმოება. ასევე ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობდა, დასავლური ტექნოლოგიები და საკომპლექტაციო ნაწილები სანქციების გვერდის ავლით მიეღო და ასევე მიმართა დახმარებისთვის ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ტექნიკის დანაკარგის შესახებ რუსულ მხარეს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.