თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განუცხადა.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად ამ წუთებშიც ტარდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 150 მდე მაშველი მონაწილეობს.

ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.