უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამცველებს დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან იცის, რას იცავს ამ ომში.
„14 ოქტომბერს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამცველთა დღეს. ეს იმ ხალხის დღეა, ვინც იბრძვის. ეს ის დღეა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს იმის დღეა, თუ როგორ გამარჯვებას მოვიპოვეთ.
სხვადასხვა პერიოდი და სხვადასხვა საფრთხე იყო, თუმცა უკრაინა გადარჩა. მიზეზი მხოლოდ ერთია - ჩვენი დამცველები.
დღევანდელი მტერი თავის ბოროტებაში აერთიანებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა მტერს. ამ მტრის დამარცხებით ჩვენ ვუპასუხებთ ყველა მტერს, ვინც ხელყოფს უკრაინას. ეს იქნება ჩვენი ხალხის გამარჯვება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავაჩქაროთ გამარჯვება. ჩვენ დიდი ქვეყნის დიდი ხალხი ვართ!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.