უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Telegram-ზე წერს, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება მიიღო.
„უკრაინამ მიიღო 1,3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება ბიუჯეტის პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკის მხარდაჭერას“, - წერს შმიგალი.
როგორც უკრაინის პრემიერი აღნიშნავს, ომის დაწყების შემდეგ, მთლიანობაში, სავალუტო ფონდმა უკრაინას 2,7 მილიარდი დოლარი გამოუყო.