ემანუელ მაკრონი: ყოველ ჯერზე, როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები

ემანუელ მაკრონი: ყოველ ჯერზე, როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბროს ყოველთვის, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.

„როდესაც ჩვენ მშვიდობის დამყარებას ვცდილობთ (რაც ჩვენი მიზანია), ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს - ყოველ ჯერზე, როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები. იმედია, რაც შეიძლება მალე, საჭირო გახდება ყველა დაინტერესებული მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება“, - განაცხადა მაკრონმა.