უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ი დაზიანდა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ი დაზიანდა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ი დაზიანდა.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან, როდესაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებს რუსული გაზისა და ქვანახშირის დაზოგვაში ეხმარება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია, თუმცა პარტნიორებს მოუწოდა, უზრუნველყონ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რაც ქვეყანას ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.