ოჯახური ბეკონითა და სალათით

ოჯახური ბეკონითა და სალათით

ინგრედიენტები

1   კგ. კარტოფილი

200   გრამი იმერული ყველი

400   გრამი რაჭული ბეკონი(ან ცხიმიანი ბეკონი)

2   ცალი ცხარე მწვანე წიწაკა

1   ცალი კიტრი

3   ცალი პომიდორი

15   გრამი ოხრახუში

1   ჩ/კ შავი ღვინის ძმარი

3   თავი წითელი ხახვი

მომზადება

ბეკონი საშულო ზომის ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე გადაიტანეთ. წვით დაბალ ტემპერატურაზე 7-8 წუთით, წვის პროცესში გადააბრუნეთ. სავარაუდოდ, არ დაგჭირდებათ ზეთის დამატება, რადგანაც ბეკონი თავისსავე ცხიმში შეიწვება.

დაჭერით კარტოფილი და გადაიტანეთ ბეკონის ტაფაზე. კარტოფილი ისე დააწყვეთ, რომ ბეკონის ცხიმშივე შეიწვას. წვით ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. დროდადრო მოურიეთ, რომ კარტოფილი თანაბრად შეიწვას. თუ კარტოფილის შესაწვავად ბეკონის ცხიმი საკმარისი არ იქნება, მაშინ ცოტაოდენი ზეთი დაუმატეთ.

დაჭერით ორი თავი წითელი ხახვი და დაამატეთ ტაფაზე. ამოურიეთ და წვით 3-4 წუთით. შემდეგ სასალათე თასში გადაიტანეთ.

მირთმევისას: დაჭერით ოხრახუში, დარჩენილი წითელი ხახვი, კიტრი, პომიდორი, მწვანე წიწაკა და დაფშვენით ყველი. გადაიტანეთ კარტოფილისა და ბეკონის თასში. მოასხურეთ 1 ჩ/კ შავი ღვინის ძმარი და გემრიელად მიირთვით.