თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ბირთვული იარაღის ჟღარუნს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირებისთვის და არც იმის მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში. ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.