ილონ მასკი „ტვიტერზე“ უკრაინის შესახებ გამოკითხვას ატარებს. კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელმა მიკრობლოგის ხელმომწერებს გამოკითხვა შესთავაზა, რომელშიც საკუთარი პოზიცია გამოთქვა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საკუთრების საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
მასკი გამომწერებს თავის ხედვას სთავაზობს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული „მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის". პუნქტებს შორისაა ვერსიები:
„- განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან
- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება“ და
- „უკრაინა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს“, - წერს მასკი.