თეირანში უნივერსიტეტის მომიტინგე სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და ცეცხლსასროლი იარაღითაც ისროდნენ. ვრცელდება ცნობები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებაც.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებები“ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.