ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ლუის ინასო ლულა და სილვა და ჟაირ ბოლსონარუ დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხმათა უმრავლესობა უკვე დათვლილია და ლულას მხარი ამომრჩეველთა 48%-მა დაუჭირა, ბოლსონარუს კი 43-მა. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტის დაგროვება ესაჭიროება.
ბოლსონარუ ქვეყნის მოქმედი, და სილვა კი ყოფილი პრეზიდენტია. საარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობდა და ორივე კანდიდატი ერთმანეთს ბრაზილიური დემოკრატიისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა.