ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მცხოვრებ ერებს: იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის, გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მცხოვრებ ერებს: იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის, გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინის მიერ გამოცხადებული სპეცოპერაცია ტყუილისა და ტერორის ოპერაციაა და მიზნად რუსეთში მცხოვრები მკვიდრი ერების განადგურებას ისახავს, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა კავკასიის, ციმბირისა და რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, არა უკრაინის, არამედ საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოლონ. მისივე თქმით, უკრაინა არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან იბრძვის საკუთარი მიწისა და სიმართლისთვის.

„მინდა მივმართო კავკასიელებს, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მკვიდრი ერების წარმომადგენლებს. თქვენ არ გაქვთ არანაირი მიზეზი ემსახუროთ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ომი სურს. თქვენ არ უნდა იღუპებოდეთ უკრაინაში, რადგან თქვენ არ გაქვთ ასეთი ვალდებულება არც თქვენს მამებთან, არც შვილებთან და არც მომავალთან. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი ხალხი, ვინც მოხვდა რუსეთის დროშის ქვეშ. იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის, გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.