დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობენ, შეძლებული და განათლებული ხალხი სჭარბობს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობის შემცირებისა და „ტვინების გადინების“ დაჩქარების შიდა ეკონომიკური გავლენა, სავარაუდოდ, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.