აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რომ „რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობა შეიძლება არ აღიაროს, ხელი შეუშალოს მათ მიერ რუსეთის დატოვებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს“.

„თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ დამოუკიდებელი ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობებმა რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

Aburjga Tasmanieli ვახ, რას არ გაიგებს კაცი?! ნუთუ კიდევ არიან ამერიკის მოქალაქეები რუსეთში?! რა უნდათ, რას ელოდებიან იქ?! რუსებო კინწის კვრით გაყარეთ ეს ტერორისტები! გაზსადენი ხომ აგიფეთქეს აშშ, დიდი ბრიტანეთის დუეტმა, ელოდებით სანამ კრემლს აგიფეთქებენ?! ვაი თქვენს პატრონს! 6 ათასი ბირთვული ქობინი გაქვთ და 42 ატომური წყალქვეშა ნავი! დაარტყით 2-3 100 მეგატონიანი მაგ სისხლმოწყურებულ სვავებს!
2 წლის უკან