გიორგი ამილახვარი კეზერაშვილზე: მის წინაშე აღძრულია არა ერთი საქმე კორუფციულ ბრალდებებზე და ამ ფულს უკან უკანონოდ აბრუნებს ქართულ პოლიტიკაში და ცდილობს ოპოზიციური ველი გააკონტროლოს

გიორგი ამილახვარი კეზერაშვილზე: მის წინაშე აღძრულია არა ერთი საქმე კორუფციულ ბრალდებებზე და ამ ფულს უკან უკანონოდ აბრუნებს ქართულ პოლიტიკაში და ცდილობს ოპოზიციური ველი გააკონტროლოს

დეოლიგარქიზაციის კანონში პირდაპირ რომ ჩავწეროთ სახელი და გვარი - დავით კეზერაშვილი, ამაზე კითხვის ნიშანი არავის ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მას აფინანსებს დავით კეზერაშვილი, რასაც ახლა ხაბეიშვილიც ამბობს. სახეზე გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება ადამიანის, რომელმაც სახელმწიფოს მოჰპარა ფული, მის წინაშე აღძრულია არა ერთი საქმე კორუფციულ ბრალდებებზე და ამ ფულს უკვე უკან, უკანონოდ აბრუნებს ქართულ პოლიტიკაში და ცდილობს ამით ოპოზიციური ველი გააკონტროლოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.