ლატვიის მთავრობამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ინფორმაცია თავად ქვეყნის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეჟიმი 3 თვეს იმოქმედებს. გადაწყვეტილება საზღვარზე არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდის რისკს უკავშირდება, რადგან „რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა“.