უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაღესტნელ ხალხს მიმართავს.
„დაღესტანში, ხალხმა დაიწყო ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის. მათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რატომ უნდა დაიღუპონ დაღესტნელი ქალების ქმრები, შვილები და ძმები ომში, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა?! ის ხომ ომში თავის შვილებს არ გზავნის? იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაგზავნონ სასიკვდილოდ, რადგანაც თუ თქვენ ჩამოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასართმევად, ჩვენ აქედან ცოცხლებს აღარ გაგიშვებთ“, - აცხადებს ზელენსკი.
დაღესტანში მასობრივი არეულობაა. მახაჩკალაში პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გააპროტესტეს.