აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმები არის ყალბი საბაბი, რომელთა გამოყენებასაც შემდეგ მოსკოვი უკრაინული ტერიტორიები ანექსიისთვის შეეცდება.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აშშ არასოდეს აღიარებს უკრაინული ტერიტორიების რაიმე სხვა სტატუსს.
აშშ არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიას, როგორც სხვა რამეს, გარდა უკრაინის ნაწილად. რუსეთის რეფერენდუმები არის სიცრუე - ყალბი საბაბი, რათა შემდეგ სცადონ, ძალის გამოყენებით მოახდინონ უკრაინის ნაწილების ანექსია საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევით. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა რუსეთს დამატებითი სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ზიანი მივაყენოთ. აშშ დგას ჩვენს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში - და ყველა ერთან, რომელიც პატივს სცემს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს - უარყოს ნებისმიერი შეთითხნილი შედეგი, რომელსაც რუსეთი გამოაცხადებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა დავეხმაროთ მათ თავის დაცვაში, რადგან ისინი გაბედულად ეწინააღმდეგებიან რუსეთის თავდასხმას“, - აცხადებს ბაიდენი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ უკრაინულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმები 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.