უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმები“ დღეს იწყება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და იუწყება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა - „მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“
ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული : „გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“
ე.წ. „რეფერენდუმები“ 27 სექტემბერამდე გაგრძელდება.