ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება.
„ეს მობილიზაცია არის რუსეთი. ის, რომ ვიღაცები ცდილობენ, თქვან, რომ აქაც იქნება? რომ არ იყოს? მათ მხოლოდ სიტუაციის შექმნა სჭირდებათ. არ იქნება არანაირი მობილიზაცია. ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი ომში ჩართვას არ აპირებს.
„ჩვენ ვიომებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი სახლისა და მიწის დაცვა მოგვიწევს“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო.