სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: როდესაც ქართველი პარლამენტარები სვამენ კითხვებს აშშ-ის ელჩის მიმართ, ეს თურმე, რუსული დეზინფორმაციაა. აი, სწორედ რუსული დეზინფორმაცია და რუსული საქმის კეთება არის ასეთი ორმაგი სტანდარტი

სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: როდესაც ქართველი პარლამენტარები სვამენ კითხვებს აშშ-ის ელჩის მიმართ, ეს თურმე, რუსული დეზინფორმაციაა. აი, სწორედ რუსული დეზინფორმაცია და რუსული საქმის კეთება არის ასეთი ორმაგი სტანდარტი

როდესაც ქართველი პარლამენტარები სვამენ კითხვებს აშშ-ის ელჩის მიმართ, ეს თურმე, რუსული დეზინფორმაციაა. აი, სწორედ რუსული დეზინფორმაცია და რუსული საქმის კეთება არის ასეთი ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

„არ ამბობდა სიმართლეს, როდესაც მან თქვა, რომ არანაირი საუბარი არ ყოფილა არცერთ კაბინეტში, არცერთ თანამდებობის პირთან საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ვადასტურებ კიდევ ერთხელ - იყო ასეთი ლაპარაკი არაერთ თანამდებობის პირთან და თან ძალიან კატეგორიული მოთხოვნებით, თუმცა რადგანაც მან თქვა, რომ არ არსებობს ასეთი მოთხოვნები არც მისი მხრიდან და არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, ამიტომაც ამ თემას დღეს აღარ გავაღრმავებ და უხერხულობაში არ ჩავაყენებ იმ თანამდებობის პირებს, რომლებთანაც ასეთი საუბარი იყო“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესმენს აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი ჰქონდეს, როდესაც იგი მოუწოდებს ქართველ მეომრებს უკრაინაში, საქართველოში დაბრუნდნენ და ქვეყნიდან გააგდონ პრორუსული მთავრობა.

„თურმე, ეს ჩვეულებრივ, გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ როდესაც ქართველი პარლამენტარები სვამენ კითხვებს აშშ-ის ელჩის მიმართ, ეს თურმე, რუსული დეზინფორმაციაა. აი, სწორედ რუსული დეზინფორმაცია და რუსული საქმის კეთებაა ასეთი ორმაგი სტანდარტი“, - დასძინა სოზარ სუბარმა.