ინგრედიენტები
500 გრამი პამიდორი
1 ს/კ ნიგოზი
1 ს/კ ვაშლის ძმარი
4 კბილი ნიორი
2 კონა მწვანე ხახვი
1 კონა ოხრახუში
1 კონა კამა
1 კონა ქინძი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ: წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი და ხორცსაკეპში გატარეული ნიგოზი.
მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დავუმატოთ ვაშლის ძმარი.
გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი კამით.