თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა, - წერს უკრაინული მედია ადამიანური რესურსების თემებზე მომუშავე ვებგვერდ grc.ua-ზე დაყრდნობით.
კვლევის თანახმად, სამსახურის გარეშე დარჩენილი, გამოკითხული მოქალაქეების 19%-მა დაკარგა სამსახური კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის გამო, 10.9%-მა განაცხადა, რომ სამსახურში პოზიციები შემცირდა, ხოლო 11.3%-მა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ საწარმო სხვა რეგიონში გადაიტანეს.
ამავე კვლევის მიხედვით, ამჟამად ყოველი ხუთიდან მხოლოდ ერთი უკრაინელი (22,7%) მუშაობს და იღებს სრულ, იქამდე არსებულ ხელფასს.