გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კვლავ სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ შოლცმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, სადაც პუტინთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დეტალებზე ილაპარაკა.
„სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გაიზარდა იმის შეგრძნება, რომ ამ ომის დაწყება შეცდომა იყო. ვერ დავინახე იმის ნიშნები, რომ იქ შეხედულებები შეიცვალა“, - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, მან მოუწოდა პუტინს, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, პატივის სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და განაახლოს მოლაპარაკებები კიევთან.