სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დატვირთულმა შვიდმა გემმა უკრაინის პორტები - „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „პივდენე“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) ე.წ. მარცვლეულის დერეფნით დატოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარცვლეულის გადაზიდვის ფარგლებში, დღეს დილით მარცვლეულით დატვირთული კიდევ შვიდი გემი გაემგზავრა უკრაინის პორტებიდან“, - წერია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, „მარცვლეულის ინიციატივის“ ამოქმედების შემდეგ, 120-ზე მეტმა გემმა დატოვა ოდესის რეგიონის პორტები და 2,7 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მოსავალი უკვე 19 ქვეყანაშია ექსპორტირებული.
22 ივლისს უკრაინამ, თურქეთმა, რუსეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ.