აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ, რომელიც ხერსონის ოლქში 1-ელ სექტემბერს დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელები შემოქმედებითად მიუდგნენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებული სამხედრო შესაძლებლობების თავიანთ ოპერაციებში ინტეგრირებას.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევის პროგრესს. ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ გამამხნევებელი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ, რუსები სერიოზული მოწინააღმდეგეები არიან. ვფიქრობ, ხანგრძლივი ბრძოლა გველის“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, საშა ბეიკერმა.